საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო, ისე კი სეზონის მე-9 ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა.
მატჩის ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა, არცთუ მაღალი ხარისხის და სანახაობრივი. ორივე გუნდს ჰქონდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე საბოლოო შედეგი უფრო ლოგიკურია - 0:0.
ამრიგად, ორივე გუნდმა ქულები დაკარგა, „ტორპედომ“ კი ლიდერთან მიახლოება ვერ მოახერხა. კახა ჩხეტიანის გუნდი 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „საბურთალოს“ შეხვდება.
„დინამო ბათუმს“ 21 ქულა აქვს და მეათე ტურში ქობულეთის „შუქურას“ ეთამაშება.
„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 0:0 (0:0)