ფეხბურთი

14:11 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "იუვენტუსს" ქულები დღეს კი არა, 3 თვის წინ დაუბრუნეს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსისთვის“ დაბრუნებულ 15 ქულაზე კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის განცხადებისთვის, მისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან იცოდა, რომ ასე მოხდებოდა.

„იუვენტუსმა“ ქულები არა დღეს, არამედ 3 თვის წინ დაიბრუნა. დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ ჩემთვის მათ 15 ქულა დაკლებული არ ჰქონდათ. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, იტალიაში 4 წელი მაქვს გატარებული, 3 დღე კი არა“, - თქვა ირონიულად მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისთვის“ დაბრუნებული ქულების შედეგად, „რომა“ მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. სხვათა შორის, ეს გუნდები შეიძლება ერთმანეთს ევროპა ლიგის ფინალში შეხვდნენ, რადგან ნახევარფინალში არიან გასული, სადაც ერთმანეთს არ ხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102792