„იუვენტუსის“ სარჩელი 15 ქულის დაკლებასთან დაკავშირებით იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
კლუბს 15 ქულა, რომელიც 3 თვის წინ დააკლეს, დაუბრუნდა, მაგრამ დროებით. CONI-მ საქმე თავიდან განსახილველად სააპელაციო სასამართლოს გადასცა, რომელმაც საბოლოო განაჩენი 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს.
CONI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც კლუბების მხრიდან კაპიტალის მოგებას არეგულირებს. შესაბამისად, დაკლებული ქულები უსაფუძვლოდ გამოაცხადეს, მაგრამ საქმის განხილვა გაგრძელდება.
შედეგად, საბოლოო განაჩენამდე მაინც, „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გადავიდა. თუმცა, ტურინულ კლუბს „ნაპოლიმდე“ 16 ქულა აშორებს. სამაგიეროდ, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება „ლაციოს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ გუნდებს სოლიდურად უსწრებს: „მილანს“ 6 და „ინტერს“ 8 ქულით.