ფეხბურთი

11:53 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ მეკარე მენიანს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„მილანი" მთავარ მეკარეს, მიკ მენიანს, კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასს გაუზრდის - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ორი ინგლისური კლუბი ფრანგ მეკარეს აკვირდება, მაგრამ „მილანმა“ გადაწყვიტა, რომ მენიანი ხელშეუხებელი და ტრანსფერისთვის მიუწვდომელია. ფეხბურთელის წლიური ხელფასი „როსონერისთან“ ახალი კონტრაქტის მიხედვით, შესაძლოა 3 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე გაიზარდოს.

27 წლის მენიანმა მიმდინარე სეზონში „მილანში“ 19 მატჩი ჩაატარა და შვიდჯერ მოახერხა კარის მშრალად შენარჩუნება. მისი მოქმედი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2026 წლის ივნისამდეა ძალაში. ფეხბურთელი გუნდს 2021 წელს შეუერთდა და შარშან იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

0.115546