ფეხბურთი

20:00 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ოლივიე ჟირუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მილანმა“ ოლივიე ჟირუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგი ფეხბურთელის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.

36 წლის ჟირუ „როსონერის“ შეუცვლელი ფიგურაა. ის „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობს და 76 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ოლივიე „გრენობლში“, „ისტრში“, „ტურში“, „მონპელიეში“, „არსენალსა“ და „ჩელსიში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123171