ფეხბურთი

15:39 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: ერთადერთი სიმართლე კვარაცხელიასა და ლეაუს შორის განსხვავებაზე

ნეაპოლურმა გამოცემა Tuttonapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, საინტერესო სათაურით: ერთადერთი სიმართლე ლეაუსა და კვარაცხელიას შორის განსხვავებაზე.

ნეაპოლური საიტი პორტუგალიელი და ქართველი ფეხბურთელების შესახებ წერს:

„დედა თუ მამა? ლეაუ თუ კვარაცხელია? რომელს აირჩევთ? ბოლო თამაშებს თუ ვუყურებთ, ამბავი არ არსებობს, ლეაუ VS კვარა 3:0. თუმცა, ფეხბურთი რთული მეცნიერებაა და თავის მოტყუება არ კმარა.

პორტუგალიელი ფენომენია და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მან ორი თამაშის ბედი გადაწყვიტა და კვარამ ვერ შეძლო იგივეს გაკეთება, პენალტიც გააფუჭა. მაგრამ ერთადერთი გასათვალისწინებელი შემდეგია: განსხვავება სხვებმა შექმნეს. „მილანმა“ ითამაშა პიოლის ტაქტიკით, რომელმაც თამაში ლეაუზე ააწყო, ყველანი დაცვაში განალაგა, დაბალი სიმძიმის მოედნის ცენტრით, შედეგად, ლეაუსთვის კონტრშეტევებზე იყო სივრცე, რათა განსხვავება შეექმნა. „ნაპოლი“ თავს მაღლა იცავდა, ბურთს დიდხანს ფლობდა, მოედნის შუაგულში სიმჭიდროვე იყო, კვარას ბურთს ყოველთვის ფეხში აძლევდნენ და ქართველი ყოველთვის იძულებული გახლდათ „მილანის“ 2-3 მცველის წინააღმდეგ ძალიან ვიწრო სივრცეებში ეთამაშა.

ამ ორი მატჩის სირთულეებიდან გამომდინარე მან მაქსიმუმი გააკეთა. მის გარეშე, სხვა ამბავი იქნებოდა, უფრო ნეგატიური. მოდი, გავცვალოთ გუნდები: „ნაპოლი“ კონტრშეტევებზე, „მილანს“ ბურთის ფლობა. ლეაუ ყველას წინააღმდეგ და კვარა ღია სივრცეებში - შეფასებები იგივე დარჩებოდა?“, - წერს Tuttonapoli.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163935