„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოკითხვაში გიორგიმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ჯილდოც ერგო. გასულ თვეში 22 წლის შემტევმა 3 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 17 გოლით ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, ამასთან ერთად 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.