ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ განაცხადა, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ იმ ერთადერთი მეთოდით დაამარცხა, რის ხარჯზეც გამარჯვება შეეძლო - კონტრშეტევებით.
ადანის თქმით, „ნაპოლის“ რიგებიდან საუკეთესო მოთამაშე ცალსახად ხვიჩა კვარაცხელია იყო, პენალტის გაცუდების მიუხედავად.
„მილანმა“ ერთადერთი გზით მოიგო, რომლითაც მოგება შეეძლო, შეუძლებელი იყო სხვანაირად ეთამაშა. ბოლო 30 მეტრში იყვნენ და კონტრშეტევას ელოდნენ, რადგან პიოლის ხელთარსებული ფეხბურთელებით ასე ძალიან სახიფათონი არიან. „ნაპოლიდან“ საუკეთესო კვარაცხელია იყო. სხვა დროს ის ორივე შემთხვევაში კარში ბურთს მოარტყამდა, მაგრამ მხოლოდ 22 წლის ბიჭია, ამიტომ არ გავაკრიტიკებ. ოსიმენიც მას დიდად ვერ დაეხმარა. „ნაპოლიმ“ კარისკენ 26-ჯერ დაარტყა, თუმცა, მიზანში ძალიან ცოტა, რადგან „მილანი“ თავს კარგად იცავდა“, - თქვა ადანიმ.