ფეხბურთი

12:00 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს, შეუძლებელია ეს ვერ დაინახო!"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ სანაკრებო პაუზამ მისი გუნდი დააზარალა. გარდა ამისა, მსაჯი გააკრიტიკა, რომ პირველ ტაიმში ირვინგ ლოზანოზე პენალტი არ დანიშნა.

„სანაკრებო პაუზამ რაღაც წაგვართვა, მანამდე სრულ მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაში ვიყავით. ამ მატჩების გამართვამდე კი ისეთ პირობებში აღმოვჩნდით, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი დაიღალა, ზოგიერთის გამოჯანმრთელების დაჩქარება მოგვიწია. დავმარცხდით იმის გამო, რომ ამ ორ შეხვედრაში ორი მცირე ჯარიმა არ ავიღეთ (გულისხმობს "მილანის" საგოლე შეტევებში არდაჯარიმებას - რედ).

მსაჯი? პირველ მატჩში მსაჯობაზე ყველა შეთანხმდა მილანისტების გარდა. დღეს ლოზანოზე 37-ე წუთზე აშკარა პენალტი იყო. ამას ვიდეოზეც უყურეს და შეუძლებელია ეს ვერ დაინახო, ეს არ იყო კონტაქტი, არამედ დარტყმა იყო (მაგიდაზე ხელს ურტყამს - რედ)! ამ ორი მატჩიდან გამომდინარე გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ ისტორიამ მსაჯებზე იმოქმედა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 14-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130557