ფეხბურთი

1:59 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მარკეჯანი: "კვარაცხელიას პენალტი იდეალური არ იყო, მაგრამ მენიომ შესანიშნავად ითამაშა"

ვეტერანმა იტალიელმა მეკარე ლუკა მარკეჯანიმ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტზე კომენტარი გააკეთა.

როგორც „ლაციოს“ ყოფილმა კიპერმა განაცხადა, კვარას დარტყმა იდეალური არ იყო, მაგრამ „მილანის“ მეკარე, მაიკ მენიომ შესანიშნავად ითამაშა.

„კვარას ბრალი ისაა, რომ კუთხეში კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ მენიომ შესანიშნავად ითამაშა. ეს გადამწყვეტი შეცდომა გამოდგა იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ოსიმენმა ოგლი გაიტანა“, - თქვა მარკეჯანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში თავი 2 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

0.11869