ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 145/151 კგ. დაძლია და მე-4 საფეხური ერგო. აღსანიშნავია, რომ ასანიძემ და საპრიზო ადგილზე გასულმა ძალოსანმა ერთნაირი წონა დაიმორჩილეს.
აკვრაში ასანიძემ თავი 175 კილოგრამს გაართვა, ბოლო ორი ცდა კი გააცუდა და კონკრეტულ დისციპლინაში მე-9 ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 326 კილოგრამით მერვე ადგილი დაიკავა.