მილანის „ინტერის" ყოფილმა არგენტინელმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ, „ნერაძურის" მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და თქვა, რომ ლისაბონის „ბენფიკასთან" მატჩი, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში, გადამწყვეტი იქნება იტალიური გუნდის მომავლისთვის.
„წლეულს „ინტერი“ ძლიერია და მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. მომავლისთვის გადამწყვეტი მატჩი „ბენფიკასთან“ იქნება.
პრობლემები იტალიის ჩემპიონატში? პასუხი ფეხბურთელების ფსიქოლოგიაშია, ვერ ვხსნი განსხვავებას სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგაზე მათ თამაშებს შორის.“ - ციტირებს ტვიტერში ძანეტის სიტყვებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
პირველი მატჩი „ინტერმა“ ლისაბონში 0:2 მოიგო. საპასუხო შეხვედრა ხვალ, 19 აპრილს გაიმართება მილანში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება,