ფეხბურთი

14:12 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი კლუბში აპრილის ბოლომდე უნდა დაბრუნდეს

პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, აპრილის ბოლომდე პარიზულ კლუბში უნდა დაბრუნდეს - წერს Le Parisien.

წყაროს ცნობით, ნეიმარი, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, პარიზში ჩავა და მძიმე ტრავმისგან გამოჯანმრთელებას გააგრძელებს. შემტევი მომავალი სეზონისთვის ემზადება.

პსჟ-მა დაადასტურა, რომ ნეიმარი ამ სეზონში მუხლის ლიგატების ტრავმის გამო აღარ ითამაშებს. სავარაუდოდ, მას სამიდან ოთხ თვემდე გაუცდება.

31 წლის ნეიმარმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.112823