ფეხბურთი

12:53 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: „ხვიჩასთვის უფრო რთულია, როცა ოსიმენი არ თამაშობს“

მოსკოვის „ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, „ნაპოლის" და ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას „ჩავარდნაზე“ აზრი გამოთქვა.

„არ მგონია, რომ ხვიჩას კონკურენტებისთვის საიდუმლო აღარ აქვს. პირიქით, ვფიქრობ, ის მოედანზე გამოირჩევა, კარგად თამაშობს. ხვიჩა სტაბილურად მაღალ დონეს აჩვენებს. სხვა საქმეა, როცა ოსიმენი არ არის, მისთვის უფრო რთულია თავის გამოჩენა. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. იმედია მალე ძველ ვიქტორს ვიხილავთ.

ახლა „ნაპოლის,“ მცირე ჩავარდნა აქვს. თუმცა „მილანთან“ მატჩი დაადასტურებს სიმართლეა ეს თუ არა.“ - ციტირებს სიომინის სიტყვრბს Sport24.

კვარაცხელია „ნაპოლის“ ზედიზედ ოთხ მატჩში ეფექტური მოქმედებებით არ გამოირჩეულა.

დღეს, 18 აპრილს, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანს“ უმასპინძლებს (პირველი მატჩი - 0:1). შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121626