ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ინგლისელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
„შეგვიძლია გულით ვითამაშოთ და შევცვალოთ მატჩის მიმდინარეობა, ეს ჩვენს ხელშია. შესანიშნავ ატმოსფეროში ვითამაშებთ, გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება, მაგრამ მოგება ჩვენზეა დამოკიდებული. „რეალს“ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, მასთან მიმუშავია და ეს კარგად ვიცი. აშკარაა, რომ მადრიდის „რეალს“ გამორჩეული ხერხემალი ჰყავს, ფეხბურთელები, რომლებიც ყოველწლიურად უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ესენი არიან მოდრიჩი, კროოსი და ბენზემა. გარდა ამისა, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ და როგორც გუნდი, ძალიან კარგები არიან.
არ ვართ იმ პოზიციაზე, რომელზეც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ იმის თქმა, რომ გატეხილები ვართ, გადაჭარბებულია. პრემიერლიგაში ჩვენი მდგომარეობა რეალობაა, „რეალთანაც“ 0:2 ვმარცხდებით, მაგრამ ამ სიტუაციის შეცვლაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბევრი რთული მომენტი გვქონდა, „ბარსელონასთან“, „ნაპოლისთან“, მაშინ გამარჯვება მოვახერხეთ. ამიტომ, უნდა ვიბრძოლოთ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ლამპარდმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „რეალის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.