„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელია არ არის საუკეთესო კონდიციაში, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება მას მეტოქის დაცვაში უფრო მეტ სივრცეს გაუჩენს.
„ოსიმენის დაბრუნება ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია „მილანთან“ მატჩისთვის. მისი მოედანზე ყოფნა „აძურის“ ასევე აძლევს გრძელი პასებით თამაშის შესაძლებლობას. მისი მოძრაობა მეტოქის დაცვას ცვლის და ეს კვარაცხელიასაც მეტ სივრცეს აძლევს.
ქართველი ამ მომენტში 100%-ით ფორმაში არ არის, მაგრამ ნიგერიელის დაბრუნება „მილანთან“ მას დაეხმარება. იმედი მაქვს, ლობოტკა დაცვის წინ ფრთხილად იქნება, კიმის დანაკლისიც ძალიან მძიმეა“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.