ფეხბურთი

2:09 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფანები ტეო ერნანდესის 1 წლის შვილს ემუქრებიან

„მილანის“ მცველ ტეო ერნანდესს სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ ფანები ემუქრებიან. უფრო კონკრეტულად კი მის შვილს, რომელიც მხოლოდ 1 წლისაა.

ფრანგ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში 7 აპრილს შვილთან ერთად ფოტო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც მას დაბადების დღეს ულოცავს. თუმცა, ამ ფოტოზე „ნაპოლის“ გულშემატკივრები ტეოს შვილს შეურაცხყოფას აყენებენ...

„მილანთან“ მატჩში ტეო ერნანდესსა და ირვინგ ლოზანოს შორის შელაპარაკება მოხდა, რამაც ნეაპოლური გუნდის ფანები გააღიზიანა, ამიტომაც მათ ფეხბურთელის მცირეწლოვან შვილზე შეტევა გადაწყვიტეს.

მომხდარს გამოეხმაურა რაფაელ ლეაუ, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „სამწუხაროდ, სოციალური ქსელი არის ინსტრუმენტი, სადაც ყველას ჰგონია, რომ შეუძლია ის თქვას, რაც უნდა. არაფერი მოხდება ძმაო, ღმერთი ყოველთვის შენს ოჯახთანაა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში 18 აპრილს დაუპირისპირდებიან.

0.114215