კალათბურთი

23:22 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას სერია A-ში ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ შინ „ტრენტო“ 96:80 დაამარცხა და შიდა ჩემპიონატში ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

სერჯო სკარიოლის გუნდმა პირველივე პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია და მარტივად მოიგო.

თორნიკე შენგელიამ 26 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ 20 მოგებით და 6 წაგებით სერია A-ში ლიდერია, მომდევნო ტურში კი „სკაფატის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116008