ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ „სარაგოსა“ 79:74 დაამარცხა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ანდრონიკაშვილს არ უთამაშია. რაც შეეხება მაკფადენს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 21:30 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თადმა 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა.
„მურსია“ 11 მოგებით და 16 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 აპრილს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.