ფეხბურთი

15:58 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "კვარაცხელიას თამაში შეისწავლეს, ახლა ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე.

როგორც მან თქვა, კვარას თამაში მეტოქეებმა შეისწავლეს, შესაბამისად, ამჟამად ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ადრე იყო.

„ვთქვათ, რომ ის არ არის იგივე, როგორიც რამდენიმე ხნის წინ იყო. მშვენიერი სიურპრიზი იყო და უნდა შევაქოთ ისინი, ვინც ამ ბიჭის ტრანსფერზე იმუშავეს და იყიდეს. თუმცა, ახლა ის ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე. ყოველთვის, როცა დრიბლინგს აკეთებს ცენტრისკენ იწევს, რაც უკვე გასაგებია, იტალიელმა მცველებმა, რომლებმაც ის შეისწავლეს, ალბათ მისი თამაშის კონტრზომები იპოვეს“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა. მას 5-მატჩიანი უგოლო სერია აქვს, რაც ყაზანის „რუბინის“ თამაშის შემდეგ პირველად მოხდა.

0.109423