ფეხბურთი

0:50 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სერია A-ში მე-5 თამაში ვერ მოიგო, "სან სიროზე" კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

„ინტერმა“ შუა კვირაში ლისაბონში „ბენფიკას“ იოლად მოუგო და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ სერია A-ში ძალიან ცუდად გამოიყურება.

სიმონე ინძაგის გუნდი 30-ე ტურში დებიუტანტ „მონცას“ დაუპირისპირდა და „სან სიროზე“ წააგო! ლუკა კალდიროლამ მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, „ინტერმა“ „მილანს“ ვერ გადაასწრო და 51 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა. ზოგადად, სერია A-ში „ნერაძურის“ კატასტროფული სერია აქვს: ბოლო 5 მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა (1 ფრე, 4 წაგება). ამასთან, საკუთარ მოედანზე ბოლო 3 თამაში წააგო, „იუვენტუსთან“, „ფიორენტინასა“ და „მონცასთან“, თან ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა. მთლიანობაში „ნერაძურიმ“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-11 მარცხი განიცადა (30 ტურში), რაც მისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.

მოკლედ, ინძაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე კი დიდებულად თამაშობს, მაგრამ სერია A-ში მეტისმეტად რთულ ვითარებაშია. მომდევნო ტურში მილანელები „ემპოლის“ ესტუმრებიან, რომლის წინააღმდეგ სხვათა შორის, პირველ წრეში შინ წააგეს. თუმცა, მანამდე „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბენფიკას“ უმასპინძლებს.

სხვათა შორის, "ინტერმა" სერია A-ში ისტორიაში პირველად განიცადა ზედიზედ სამი მარცხი საკუთარ მოედანზე ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა.

„ინტერი“ – „მონცა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კალდიროლა (78)

0.112658