ფეხბურთი

20:05 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელის "ბაიერნმა" ისევ ვერ მოიგო, "დორტმუნდმა" ქულები თრილერში დაკარგა (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ ტომას ტუხელის ხელში ჯერჯერობით ძალიან არადამაჯერებელია. ფაქტია, რაც ის გუნდში მივიდა, „რეკორდმაისტერმა“ 5 თამაში ჩაატარა, მხოლოდ 2 მოიგო, ორჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სწორედ ფრედ დასრულდა ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ბაიერნმა“ შინ „ჰოფენჰაიმს“ ვერაფერი დააკლო - 1:1. ბენჟამინ პავარის დასაწყისში გატანილ გოლს მეორე ტაიმში ანდრეი კრამარიჩმა უპასუხა. „ბაიერნი“ 59 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ „დორტმუნდს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. აქვე გავიხსენოთ, რომ ტუხელის ხელში „ბაიერნი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალიდან გავარდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნასთან ძალიან ახლოსაა...

საერთოდაც, „ბაიერნი“ ახლა ლიდერი ვერ იქნებოდა, „დორტმუნდს“ ქულები დაუჯერებლად რომ არ დაეკარგა. მარკო როზეს გუნდი სტუმრად „შტუტგარტს“ 78-ე წუთამდე სებასტიან ალესა და დონიელ მალენის გოლებით მშვიდად ამარცხებდა, მაგრამ მოახერხა და ვერ მოიგო, თანაც როგორ?! „შვაბებმა“ 6-წუთიან ინტერვალში გაათანაბრეს (2:2), მსაჯის მიერ მესამე კომპენსირებულ წუთზე კი ჯოვანი რეინას გოლით „ბორუსია“ ისევ დაწინაურდა. თითქოს, მაინც უნდა ემარჯვა, მაგრამ 97-ე წუთზე კიდევ გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა, რის გამოც „რეკორდმაისტერს“ ვერ გაუთანაბრდა.

„ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პავარი (17), 1:1 კრამარიჩი (71)

„კიოლნი“ – „მაინცი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 აიორკე (17), 1:1 ლიუბიჩიჩი (51)

„ლაიფციგი“ – „აუგსბურგი“ 3:2 (3:1)

გოლები: 0:1 მიერი (5), 1:1 კამპლი (10), 2:1 ვერნერი (32), 3:1 ვერნერი (35), 3:2 ვარგასი (82)

„შტუტგარტი“ – „დორტმუნდი“ 3:3 (0:2)

გოლები: 0:1 ალე (26), 0:2 მალენი (33), 1:2 კულიბალი (78), 2:2 ვაგნომანი (78), 2:3 რეინა (90), 3:3 სილასი (90)

0.115108