ფეხბურთი

10:29 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" - "ნაპოლის" არბიტრი სეზონის ბოლომდე უეფას ტურნირებზე ვერ იმსაჯებს

„მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩის მსაჯი იშტვან კოვაჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე უეფას ტურნირებში ვეღარ იმსაჯებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა ჩერკიონემ გაავრცელა. რუმინელი არბიტრის დასჯის მიზეზი ზემოხსენებულ შეხვედრაში მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები გახდა.

აღსანიშნავია, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილებას, როგორც ნეაპოლური, ისე მილანური მხარე გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრა ნეაპოლში 18 აპრილს გაიმართება.

0.113552