ფეხბურთი

22:48 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" ზედიზედ მეორე მოგება: ლუკა ლოჩოშვილმა კარგად ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „კრემონეზემ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და სირილ დესერსის მეოთხე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

დავიდ ბალარდინის გუნდისთვის ეს სეზონში მესამე გამარჯვებაა, მათ შორის, ზედიზედ მეორე! მოგეხსენებათ, წინა ტურში კრემონელებმა სტუმრად „სამპდორიას“ 3:2 აჯობეს და ლუკა ლოჩოშვილმა გოლი გაიტანა.

ამჯერადაც ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 52-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ ტრავმის გამო შეცვალეს. ჯერჯერობით, უცნობია მისი დაზიანების ხარისხი. ტრავმამდე ლოჩოშვილს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, პრაქტიკულად უშეცდომოდ, არაერთხელ განმუხტა სახიფათო იერიში.

ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

„კრემონეზემ“ 19 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „უდინეზეს“ ესტუმრება.

0.099287