ფეხბურთი

15:40 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ნაპოლის" შეუძლია "მილანთან" ჩამორჩენის აღმოფხვრა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ შეუძლია „მილანთან“ საპასუხო მატჩში ერთბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას და ნახევარფინალში გავიდეს.

„მილანი“ – „ნაპოლი“ ნამდვილად იყო საერთაშორისო დონის თამაში, ძალიან მაღალი ტემპით, სისწრაფით, ინტენსივობით, ხარისხით. „ნაპოლი“ ძალიან მომეწონა, აგრესიული და სწრაფი გუნდი დავინახე, რომელიც დომინირებდა ჩემპიონატში მანამდე. უბრალოდ, სპალეტის გუნდს ცენტრფორვარდი აკლდა.

„მილანს“ ერთბურთიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ „ნაპოლის“ შინ ფანებისგან მუხტი ექნება. რა თქმა უნდა, კიმის და ანგისას დანაკლისით თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ ოსიმენი თუ დაბრუნდა, მას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. შანსი 50-50%-ზეა, ამას დიპლომატიურად არ ვამბობ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი ღიაა. „ნაპოლის“ აქვს ძალა და ხარისხი, რომ ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას. ვფიქრობ, კიმის დანაკლისი უფრო მძიმეა, ვიდრე ანგისას. „მილანს“ მოუწევს თამამად ითამაშოს და კონტრშეტევებზე სივრცეები კარგად აითვისოს.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები? „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაში ვფიქრობ, რომ ყველასთვის შეუძლებელია. მეორე ადგილზე დავაყენებდი „რეალს“, ანჩელოტიმ იცის, როგორ გამოიყენოს თავისი ფეხბურთელების თვისებები და მეტოქეთა სისუსტეები“, - თქვა კაპელომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117887