ფეხბურთი

18:36 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე "კასპიიდან" გაათავისუფლეს

კახა ცხადაძე აკტაუს „კასპიიდან“ დაითხოვეს. ინფორმაცია ყაზახური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ცხადაძემ „კასპიი“ მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა, მაგრამ კლუბმა ყაზახეთის ჩემპიონატში ძალიან ცუდი სტარტი აიღო, 5 ტურში ქულაც ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილზეა. მხარეებს შორის თანამშრომლობის დასრულების მიზეზიც ეს გახდა.

მოგეხსენებათ, „კასპიის“ ღირსებას ქართველი ფეხბურთელები, ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია იცავენ.

კახა ცხადაძეს თავის დროზე „დინამო თბილისში“, „სიონში“, ბაქოს „სტანდარდში“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, ბაქოს „ინტერში“, „კაირატში“, „ორდაბასისა“ და საქართველოს ნაკრებში აქვს ნამუშევარი.

0.115914