13:12 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემისთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალი“ ლიდერობს

მადრიდის „რეალი" დორტმუნდის „ბორუსიის" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შესაძენად არაფერზე იხევს უკან - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა პირველი წარმატებული მოლაპარაკება ფეხბურთელის მამასთან გამართა, რომელიც მისი აგენტია. „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ბელინგემისთვის პირველ შეთავაზებას ამზადებს. „ბორუსია" ინგლისელისთვის 150 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა" ბელინგემის ტრანსფერზე უარი თქვა მაღალი სატრანსფერო ფასის გამო. ნახევარმცველით ასევე დაინტერესებულნი არიან „ჩელსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ.

ამ სეზონში 19 წლის ბელინგემმა „ბორუსიის“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა

0.117161