„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, ნეაპოლიტანელი გულშემატკივრების საქციელმა აღაშფოთა. მას მიაჩნია, რომ ფანები გაუგებარ პროტესტს მიმართავენ და გუნდს ისე არ უჭერენ მხარს, როგორც საჭიროა. მაგალითად კი სპალეტიმ „მილანის“ გულშემატკივრები მოიყვანა, რომლებიც საკუთარ გუნდს განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნიან სტადიონზე.
„რაც შეეხება ხასიათს, გუნდს ჯერ არ ჩამოყალიბებია. მგრძნობიარე ვართ სიტუაციების მიმართ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იქმნება. მაგალითად, ის ატმოსფერო, სერია A-ს „მილანთან“ საშინაო მატჩისას რომ სუფევდა. ეს აუხსნელი იყო და არასდროს დამავიწყდება.
გესმით როგორ ქომაგობენ აქ [მილანში] ჩემპიონთა ლიგის მატჩზე? როცა შინ ვთამაშობდით, ჩვენმა გულშემატკივრებმა ერთმანეთს საპროტესტო აქციები მოუწყვეს, ხოლო „მილანის“ ათასმდე ფანმა კი მთელ სტადიონზე გაიხარა. ესენი ემოციური ბიჭები არიან, რომლებიც მათ გარშემო არსებულ ატმოსფეროს შთანთქვენ.“ - ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.