სხვა

14:26 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი მოიგო

მსოფლიოს 86-ე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

ლატვიაში გამართულ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის გუნდმა ტუკუმსის კლუბთან 9:3 იმარჯვა. 4 გოლი სემიონ ხარიზოვის ანგარიშზეა, ხოლო თითოჯერ თავი ივან კარელინმა, ანდრეი რომანოვმა, გიორგი ჯეირანაშვილმა, ვიტალი ძიოვმა და ნიკიტა ბუკიამ გამოიჩინეს.

ქართველი ჰოკეისტები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს კვლავ ტუკუმსის კლუბთან ჩაატარებენ. მსოფლიო ჩემპიონატი 16-დან 22 აპრილის ჩათვლით მადრიდში გაიმართება.

0.11725