ფეხბურთი

1:34 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პანუჩი: "ნაპოლი" ახლა ნაკლებად ფავორიტია, "მილანისთვის" ჩემპიონთა ლიგა სახლია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ნაკლებად ფავორიტია, ვიდრე წილისყრისას იყო.

„ნაპოლი“ ახლა ნაკლებად ფავორიტია. 4:0 მოგება „მილანს“ დიდ ძალას ანიჭებს და ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის მისი სახლია. ცხადია, „ნაპოლი“ რჩება ძალიან ძლიერ გუნდად და მიმდინარე სეზონში ყველგან დომინირებს. კვალიფიკაცია ღიაა, მაგრამ „მილანს“ უკეთესი მენტალური მდგომარეობა აქვს. „ნაპოლი“ ოსიმენის გარეშე ითამაშებს, რომელიც პრესინგს პირველი თამაშობდა, ამიტომ შეიძლება მის გარეშე გუნდს გაუჭირდეს“, - თქვა პანუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.118719