„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მთავარი გუნდია და არა ინდივიდები, ამიტომაც, ვიქტორ ოსიმენის გარეშე გამარჯვება შესაძლებელია.
გარდა ამისა, უპასუხა პეპ გვარდიოლას და „მანჩესტერ სიტისთან“ სტამბოლში გასამართ ფინალში შეხვედრის სურვილი ძალიან ორიგინალურად დააფიქსირა...
„ბოლო დროს ამ გუნდებს შორის სტუმარი იგებს? ვფიქრობ, მუდმივი მუშაობა მიდის იმაზე, რომ გაძლიერდეს მენტალიტეტი, რათა ის გაძლიერდეს, რომ აღარ განვასხვაოთ რომელი მოედანია უკეთესი ან უარესი. ჩემპიონის მენტალიტეტია, წახვიდე და ისე ითამაშო, რომ ყოველთვის საუკეთესო შედეგი მიიღო, იმის მიუხედავად ვინ არის მეტოქე და სად მივდივართ სათამაშოდ.
ოსიმენი? გუნდის სიძლიერე არასდროს არის ერთი კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ მოთამაშეთა თვისებების ერთობლიობა და მათი შერწყმა. „ნაპოლიმ“ აქამდე აჩვენა, რომ მათ იციან, როგორ ითამაშონ სასტარტო ფეხბურთელებიც გარეშეც. ჩვენ უკვე მოვიგეთ მნიშვნელოვანი მატჩები ოსიმენის გარეშე, გუნდური თამაშის წყალობით. გარისკვას აზრი არ ჰქონდა.
რასპადორიმ მხოლოდ დღეს ივარჯიშა და სრული დატვირთვითაც ვერ, ამიტომ მისი მდგომარეობა ხვალ უნდა შევაფასოთ, შემდგომი გამოკვლევის პასუხებს დაველოდებით და მერე გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს ამ პოზიციაზე. „მილანი“ და „ნაპოლი“ თუ ერთმანეთს სერია A-ში ხვდებიან, ეს მატჩი მხოლოდ ამ გუნდის გულშემატკივრებს აინტერესებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თამაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე უნებურად მოქმედებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩემს კარიერაში? იმედი მაქვს, რომ ასეთი მომავალში მელოდება. უნდა გვესმოდეს, სადამდე შეგვიძლია მისვლა, რადგან უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კონკურენციის გაწევა გარკვეული გუნდებისთვის. მოდი, ამ საათებით დავტკბეთ. ველოდები, რომ ბიჭები ხვალ მაქსიმუმს გააკეთებენ შედეგის მისაღწევად. კარგად ვიცნობ ჩემს გუნდს და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით. 15 დღის არ ვიყავით ყველაზე ძლიერები, მაგრამ არც ახლა ვართ ყველაზე სუსტები.
მალდინის რას ვეტყოდი? არაფერს, რადგან მას დიდ პატივს ვცემ. როდესაც „ზენიტში“ ვიყავი, მკითხეს, ვისი მოწვევა შეიძლებოდა კლუბში საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად და მე მალდინი დავასახელე. ისინი აღფრთოვანდნენ და მასთან დაკავშირება მთხოვეს, მაგრამ პაოლომ უარი თქვა, რადგან იმ მომენტში სხვა გეგმები ჰქონდა. 2020 წელს, პანდემიის შუაგულში, როცა არ ვმუშაობდი, ინსტაგრამზე პოსტი დავდე რამდენიმე მაისურით, სადაც შუაში მალდინის და დე როსის მაისურები იყო, ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ვცემ მას პატივს.
გვარდიოლას რეპლიკა? თუ მან არასწორად გაიგო ჩემი სიტყვები, ესე იგი, კარგად ვერ გადმოვეცი და ბოდიშს ვუხდი. როცა მასზე საუბრობ, ფეხზე უნდა წამოდგე (სპალეტი ფეხზე წამოდგა - რედ), ის არის ერთ-ერთი მწვრთნელი, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე, რომელსაც ხშირად ვაკვირდები, კლოპსა და დე ძერბისთან ერთად. იმედი მაქვს, რომ მასთან ერთხელაც საუბარს შევძლებ და ამ ყველაფერზე გავიცინებთ თურქულ ყავასთან ერთად“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.