„ნაპოლის“ ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი „მილანთან“ ვერ ითამაშებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურია, რადგან ნიგერიელი მატჩის განაცხადში არაა.
ოსიმენს ტრავმა აწუხებს, რომლის მოშუშება ვერ მოასწრო. ვიქტორის გარდა, ლუჩანო სპალეტი ჯოვანი სიმეონესაც ვერ დაყრდნობა, სამაგიეროდ, განაცხადშია ჯაკომო რასპადორი, რომლის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ მომჯობინება მოასწრო.
„ნაპოლის“ განაცხადი „მილანთან“ მატჩისთვის ასეთია:
მეკარეები: გოლინი, იდასიაკი, მერეტი
მცველები: ბერეშინსკი, დი ლორენცო, მარიო რუი, კიმი, ოსტიგორი, ჟუან ჟეზუში, ოლივერა, რაჰმანი
ნახევარმცველები: ანგისა, ელმასი, გაეტანო, ლობოტკა, ნდომბელე, ჟელინსკი
თავდამსხმელები: კვარაცხელია, ლოზანო, პოლიტანო, რასპადორი
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.