ფეხბურთი

18:27 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლობოტკა: "კვარაცხელია მსოფლიოში ერთი-ერთი საუკეთესო გარემარბია, სივრცეებში მასთან უშანსოდ ხარ"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა სტანისლავ ლობოტკამ Associated Press-თან ისაუბრა. სლოვაკმა ფეხბურთელმა ზოგადი საკითხების გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი. ლობოტკა დარწმუნებულია, რომ კვარა დღეისთვის მსოფლიოს 3-4 საუკეთესო გარემარბს შორისაა.

„ზაფხულში ყველა ამბობდა, რომ რთული სეზონი იქნება, ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვქონდა და შეგვეძლო იმის გაკეთება, რაც გვინდოდა. კვარაცხელიას მანამდე არ ვიცნობდი? მხოლოდ მე კი არა, არამედ ძალიან ბევრმა ადამიანმა მასზე არ იცოდა, რადგან მგონია, რომ არც რუსეთის და არც საქართველოს ჩემპიონატს ბევრი ადამიანი არ უყურებს. ახლა ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოს 3-4 საუკეთესო გარემარბს შორისაა. როცა მას სივრცეს აძლევ ერთ-ერთზე სათამაშოდ, მისი დაჭერის შანსი არ გექნება.

ოსიმენი? მეტოქის ძლიერი პრესინგის დროს თუნდაც გაგვიჭირდეს, შეგვიძლია უბრალოდ წინ გრძელი პასი გავაკეთოთ და ის ბურთს დაეუფლება. ჩემთვის ის ლევანდოვსკისთან, ბენზემასა და ჰოლანდთან ერთად მსოფლიოს ოთხ საუკეთესო ფორვარდს შორისაა.

„ნაპოლის“ გულშემატკივრები განსაკუთრებული არიან, მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ, მოედანზე მოვკვდები, რომ ფანები გავახარო. ქალაქში ნებისმიერ ადგილას შეგიძლია იგრძნო, რომ მარადონა ამ ქალაქის ნაწილია. ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა ამ სეზონით, რომელიც გვაქვს.

შემადგენლობის შენარჩუნება? გულწრფელად გითხრათ, ძნელი იქნება, რადგან არის გუნდები, რომლებშიც თამაშზე ყველა ოცნებობს. ვიცით, რომ ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, თუ ვინმე მოვა და იტყვის, რომ ოსიმენში 120 მილიონს იხდის, უარის თქმა რთული იქნება“, - განაცხადა ლობოტკამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სტანისლავ ლობოტკა 2020 წლის იანვარში ვიგოს „სელტადან“ დაიმატა.

0.116093