„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს სრულიად განსხვავებული თამაში იქნება ჩემპიონატისგან, სადაც „მილანმა“ 4:0 მოიგო.
პიოლი დარწმუნებულია, რომ ერთნაირად თამაში შეუძლებელია, ამიტომ ფეხბურთელებს მაქსიმალურ კონცენტრაციას სთხოვს.
„ხვალ ორმატჩიანი დუელიდან პირველია და ყველაფერი განსხვავებული იქნება. სერია A-მ გარკვეული მინიშნებები მოგვცა, მაგრამ შეუძლებელია ერთი და იგივენაირად თამაში. დიდებული მატჩის ჩატარება იქნება საჭირო.
ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან სახიფათო მეტოქეს ვეთამაშებით, რომელმაც შეტევა იცის. სწორედ ამიტომ მაღალი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ, რადგან დონე ძალიან მაღალია. დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის დონეზე ვართ, მაგრამ ახლა დიდი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით მენტალურად.
ხვალ მოედანზე „სან სირო“ გავა, ჩვენი გულშემატკივრებიც გავლენ, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან ახლოს არიან. არ ვიცი, სპალეტის რისი გაკეთება სურს, შესაძლოა, მან დაცვაში რაღაც შეცვალოს, მაგრამ ჩემი ბიჭები მზად არიან, ნებისმიერი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდნენ.
ოსიმენი არის ფორვარდი, რომელმაც ძალიან ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელმაც მის გარეშე ბევრი თამაში მოიგო, მათ შორის, ჩვენთანაც. ცხადია, სიღრმისეულად „ნაპოლი“ მის გარეშე ნაკლებად ძლიერია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ისე ვემზადებით, როგორც ყოველთვის, აქცენტს საკუთარ თავზე ვაკეთებთ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.