მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, აღიარა, რომ უყვარს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტურნირის ჰიმნს მსოფლიოში „საუკეთესო რამ“ უწოდა.
„ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი საუკეთესო რამ არის მსოფლიოში. ვერასოდეს იტყვი, რომ საკმარისად მოუსმინე მას.
ბავშვობაში რომ ვუსმენდი, ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ მოედანზე ვიდექი და მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს ვესალმებოდი. ეს იყო ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. ჩემპიონთა ლიგა უნიკალურია. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ვიწყებ ვარჯიშს ჩემპიონთა ლიგის ბურთით და რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვეუბნები: „ჩემპიონთა ლიგის ღამე მოდის". ეს მართლაც რაღაც განსაკუთრებულია, ჯადოსნური. ამ ტურნირის სხვა შეჯიბრებებთან შედარება შეუძლებელია.“ - ციტირებს გორეცკას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
დღეს, 11 აპრილს, „ბაიერნი“ ტურნირის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23 სათზე დაიწყება.