ავტოსპორტი

0:45 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკ შუმახერმა „ჰაასი“ შარშან 2 მილიონი დოლარით აზარალა

გასული სეზონის ბოლოს, ამერიკულმა „ჰაასმა“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა მიკ შუმახერს და როგორც გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ გერმანელი პილოტის ავარიების დროს დაზიანებული მანქანის გარემონტებას, სეზონის განმავლობაში, 2 მილიონი დოლარი დასჭირდა.

მიხაელ შუმახერის შვილმა ორჯერ - ჯედასა და მონაკოში (ფოტოზე), მანქანა ძლიერ დაამტვრია. სეზონის მიწურულს კი, სუზუკაზე პრაქტიკის დასაწყისში, რომელიც სველ ტრასაზე გაიმართა, ტრასაზე ახალ გასულს, შეცდომა მოუვიდა და მანქანა ჩამოწერა.

შტაინერი ამბობს, რომ მარტო ამ ავარიის გამო, გუნდმა 700 ათასი დოლარი იზარალა. ამას შტაინერი ახლაც მტკივნეულად იხსენებს. ის აღიარებს, რომ ტრასა ძალიან სველი იყო, მაგრამ მანქანა არავის ჩამოუწერია. ყველა ფრთხილობდა.

„ჩვენ მანქანა ხუთ წუთში დავკარგეთ და საათებში ახალი უნდა აგვეწყო. რაღაც იდიოტური რამ მოხდა. რამდენი ადამიანის დაქირავებას შევძლებდი ამ 700 ათას დოლარად?“ - ყვება შტაინერი.

0.154478