Milannews-ს ჟურნალისტმა ლუკა ბიანკინმა ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ შეადარა. მას ჰკითხეს, რომელი ფეხბურთელი ურჩევნია, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:
„ბერლუსკონისაც იგივე შეკითხვა დავუსვი და მან მითხრა, რომ კვარაცხელიას ყველგან თამაში შეუძლია, მაგრამ ლეაუ უფრო შეეფერება „მილანს“, რადგან დიდი ფეხბურთელის თვისებები აქვს. არ გამოვრიცხავ ორ წელიწადში კვარაცხელია ლეაუზე ძლიერი იყოს, მაგრამ ჩემთვის ლეაუს პოტენციალი მომხიბლავია. იმ მენტალობისთვის, რაც პორტუგალიელს აქვს, კარიერის ბოლოს მასზე იტყვიან, რომ თავისი პოტენციალის 60% გამოავლინა და არა 95%, ხოლო კვარაცხელიას შემთხვევაში ალბათ ამას არ იტყვიან. ლეაუზე ფსონის გაკეთება უფრო მიმზიდველი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქართველმა მიმდინარე სეზონში უკეთ ითამაშა“, - თქვა ბიანკინმა.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაუ და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 12-18 აპრილს ითამაშებენ.