ფეხბურთი

12:41 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "გაბრაზებული ვარ, მაგრამ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ალმერიასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, გაბრაზებულია, მაგრამ მომავალი მატჩებისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„გაბრაზებული ვარ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეორე ტაიმის ასე დაწყება კი არ შეიძლება. კონცენტრაცია ასეთ დროს ყველაზე მეტად ამ დროს უნდა შევინარჩუნოთ. რთულია, რადგან ქულების მოპოვება და გულშემატკივრების გახარება გვინდოდა. თუმცა, სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავვარდეთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი დასრულდა.

სტანდარტებზე ვმუშაობდით, დღეს ვერც მამარდაშვილი გამოვიდა კარიდან კარგად. არ მგონია, რომ „ალმერია“ ორბურთიან უპირატესობას იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ამ ფეხბურთელებით და ჩვენი გულშემატკივრებით სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. წინ კიდევ 10 ტურია და სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია“, - თქვა ბარახამ.

„ვალენსია“ 27 ქულით მე-18-მე-19 ადგილებს ესპანიოლთან ერთად იყოფს, შესაბამისად გასავარდნ ზონაშია. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, შინ „სევილიასთან“ გამართავს, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩება და შეიძლება ითქვას, მისი ერთ-ერთი კონკურენტია.

0.114131