ფეხბურთი

15:40 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ოსიმენთან ერთად "ნაპოლი" "მილანთან" ფავორიტია, მის გარეშე კი შანსი თანაბარია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენთან ერთად „ნაპოლი“ „მილანთან“ ფავორიტი იქნება, მაგრამ თუ ნიგერიელი არ ითამაშებს, შანსი თანაბარია.

„ოსიმენზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ ის არ იქნება, შანსი 50-50%-ზეა, თუ ის ითამაშებს, „ნაპოლის“ 5%-თ მეტი შანსი დაემატება. პიოლიმ უნდა იმუშაოს იმაზე, როგორ დატოვოს ოსიმენი უბურთოდ, ხოლო სპალეტიმ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, რათა დააჯეროს გუნდი, რომ კარგ ფორმაში არიან. ლეჩეში „ნაპოლის“ ასეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. დი ლორენცოს ლეაუსთან ერთი-ერთზე თამაში უჭირს, პიოლიმ ამასაც უნდა მიაქციოს ყურადღება“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ და „ნაპოლი“ ერთმანეთს 12-18 აპრილს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133704