„ნაპოლის“ თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე სავარაუდოდ, მინიმუმ 20 დღე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ნეაპოლური მედია წერს.
არგენტინელმა ფორვარდმა „ლეჩესთან“ მატჩში კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი მატჩის დასრულებამდე დატოვა. ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 20 დღიდან ერთ თვემდე იუქმებს.
შესაბამისად, სიმეონე გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩს „მილანის“ წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენიც ტრავმირებულიც ჰყავთ, რომლის თამაში „როსონერისთან“ ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
აქვე გეტყვით, რომ სიმეონემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.