სხვა

0:05 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიადაზე პირველად გაიმართება სპორტულ სიარულში შერეული ესტაფეტა

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (ვორლდ ათლეტიკს), პარიზის ოლიმპიადისთვის, სპორტული სიარულის ახალი შეჯიბრის პროგრამა გამოაქვეყნა. ეს იქნება მრათონული ესტაფეტა შერეული სქესის ათლეტებს შორის.

ახალი შეჯიბრი მამაკაცთა 50-კილომეტრიან დისტანციას ჩაანაცვლებს, რომელიც ოლიმპიურ პროგრამაში პირველად 1932 წელს გამოჩნდა. ამჯერად მას ამოიღებენ, რათა ოლიმპიადაზე გენდრული თანასწორობა იყოს მიღწეული.

ახალ შერეულ ესტაფეტაში მონაწილეობას 25 გუნდი მიიღებს. ყოველ მათგანში ერთი მამაკაცი და ერთი ქალი ათლეტი შევა. ყოველი გარბენი ოთხ საფეხურად დაიყოფა და მათში გუნდის წევრები თანაბარ მანძილებზე იასპარეზებენ. მარათონული დისტანციის მანძილი კი კლასიკური მარათონის სიგრძის - 42.195 კილომეტრი იქნება.

„ეს იქნება ინოვაციური, დინამიური და არაპროგნოზირებადი ფორმატი. იმედი გვაქვს, რომ მას ფანები კარგად მიიღებენ და რაც მთავარია, ეს იქნება მძლეოსნობის ოლიმპიურ ტურნირზე გენდერული თანასწორობის პირველი ნიმუში“, - ამბობს ვორლდ ათლეტიკსის მთავარი აღმასრულებელი იონ რიდჯონი.

ესტაფეტა იმავე ტრეკზე გაიმართება, რომელზეც 20 კილომეტრზე გარბენები, რომელთა ტრასაც პარიზში, ეიფელის კოშკის გარშემო გადის. ვორლდ ათლეტიკსი მოგვიანებით გამოაქვეყნებს გუნდების შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგს და წესებს.

ამგვარად, პარიზის ოლიმპიადის მძლეოსნობის ტურნირზე 48 შეჯიბრი ჩატარდბა, რომელთაგან ორი შერეული ესტაფეტაა (სპორტული სიარულის გარდა, მსგავსი ფორმატით ჩატარდება 4x400 ესტაფეტა) და თითოეულ სქესში 23-23 სახეობის შეჯიბრი.

0.117142