იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და მოულოდნელად, 81:89 დამარცხდა. ბოლონიელებმა ბოლო პერიოდი 12 ქულით მოიგეს და სხვაობა შეამცირეს, თორემ მანამდე უფრო დიდი ანგარიშით აგებდნენ.
შენგელიამ 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 25 ტურის შემდეგ 19 მოგებით და 6 წაგებით ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო ტურში კი 16 აპრილს, „ტრენტოს“ უმასპინძლებს.