ფეხბურთი

19:11 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლური მედია: "შეიძლება კვარაცხელია "მილანთან" მატჩის ტაქტიკური გასაღები იყოს"

ნეაპოლური ვებგვერდი Ilmionapoli ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი „მილანთან“ მოახლებულ მატჩზეა. კერძოდ, კვარას ფორვარდის პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობაზე.

საქმე ისაა, რომ „აძურის“ ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე ტრავმირებულები ჰყავს, ჯერ უცნობია, ითამაშებენ თუ არა, ისინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ხსენებული საიტი კი წერს, რომ შეიძლება კვარა „მილანთან“ შეხვედრაში ტაქტიკური გასაღები იყოს.

„ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა „მილანთან“ მატჩის ტაქტიკური გასაღები იყო. სეზონის საკვანძო მომენტში „აძური“ შეტევაში დიდ საგანგებო ვითარებაში აღმოჩნდა. სპალეტის აპრილის დასაწყისიდან მოუწია ოსიმენის გარეშე თამაში, რადგან ნიგერიელს კუნთის პრობლემები აქვს, „ლეჩესთან“ გუშინდელ მატჩში კი სიმეონესაც კუნთის პრობლემა შეექმნა. ამიტომ, „ნაპოლი“ დიდი რისკის ქვეშაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თავდამსხმელის პოზიციაზე მხოლოდ ჯაკომო რასპადორი იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც ტრავმისგან ახლახან გამოჯანმრთელდა და ჯერ არ არის საუკეთესო ფორმაშია, რადგან თვეზე მეტი გაუცდა.

სიმეონეს არყოფნაში, მაშინ, როდესაც ოსიმენის თამაშიც დიდი ეჭვის ქვეშაა, თან, რომც ითამაშოს, საუკეთესო კონდიციაში ვერ იქნება და რასპადორით, რომელიც ახლახან დაბრუნდა, „როსონერის“ წინააღმდეგ ტაქტიკური გასაღები შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია იყოს. ქართველისთვის ეს არ არის ბუნებრივი პოზიცია, მაგრამ შეუძლია ცრუ ცხრიანზე ითამაშოს, აქვს ამისთვის საჭირო თვისებები, ხშირად ეროვნულ ნაკრებშიც ამ პოზიციაზე თამაშობს, ხოლო გუშინ სიმეონეს ტრავმის შემდეგ მოედნის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდა. გარდა ამისა, ამ არჩევანმა შეიძლება „მილანის“ მცველების დეზორიენტაცია მოახდინოს.

„აძურის“ გულშემატკივრებს შესაძლოა გაახსენდეთ 2016-2017 წლების სეზონი, როდესაც მაურიციო სარიმ პრობლემების გამო ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დრის მერტენსი დააყენა, ამ არჩევანმა კი ბელგიელის კარიერა მნიშვნელოვნად შეცვალა, რადგან სწორედ ამ პოზიციიდან გატანილი გოლებით ის „ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამიტომ, ვინ იცის, კვარაცხელიამაც ახალ როლში თავისი თვისებების უფრო მეტი ბრწყინვალებით წარმოჩენა შეძლოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.116108