სხვა

0:24 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტიპლჩეიზის მსოფლიო ჩემპიონი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

სტიპლჩეიზში მსოფლიო ჩემპიონი, კენიური წარმოშობის ყაზახი ნორა ჯერუტო, დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო, წინასწარი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ჯერუტომ 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქ იუჯინში ჩატარდა. იქვე მან მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდიც დაამყარა, რომელიც ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია.

ათლეტთა ერთიანობის კავშირი (AIU) აცხადებს, რომ ჯერუტოს დისკვალიფიკაციის მიზეზი, აკრძალული ნივთიერების/მეთოდის (ABP) გამოყენებაა. ABP ათლეტთა ბიოლოგიურ პასპორტად არის მიჩნეული და ის დოპინგის შესაძლო გამოყენების ეფექტებს ავლენს.

AIU-მა დისკვალიფიკაციის შესახებ შეტყობინება 27 წლის ათლეტს გაუგზავნა და მიუთითა, რომ მას ყველანაირ შეჯიბრში ასპარეზობა ეკრძალება.

ჯერუტომ 2022 წელსვე ბრილიანტის ლიგაში ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზა, რისი მიზეზიც, ქვეყნის შეცვლა გახდა.

0.118607