„მეცის“ მთავარ მწვრთნელ ლაშლო ბოლონის „პოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის მნიშვნელობაზე შეკითხვა დაუსვეს, მაგრამ რუმინელმა სპეციალისტმა მაინც უფრო გუნდურ მუშაობას გაუსვა ხაზი:
„ეს გუნდური სპორტია, ამიტომ არ მინდა ინდივიდებზე გავამხვილო ყურადღება. გიორგის ესმის ჩემი, როცა ამას ვამბობ, რადგან მიყვარს და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - თქვა ბოლონიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 15 გოლით პირველ ადგილზეა. მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონი ევრო გახდა, რის შედეგადაც ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.