რაგბი ევროპამ აწ დასრულებული სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ 5 მორაგბე მოხვდა.
ტურნირის სიმბოლურში შალვა მამუკაშვილი, აკა ტაბუცაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი ცუცქირიძე მოხვდნენ. საინტერესოა, რომ ასევე 5 მორაგბითაა სიმბოლურში წარმოდგენილი პორტუგალიის ნაკრები. საუკეთესო 15-ეულში ასევე ორი ესპანელი და სამი რუმინელი მორაგბეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშება მე-15-ედ მოიგო. ტურნირი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, „ბორჯღალოსნებმა“ კი ფინალში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს.