კალათბურთი

0:05 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 6 ქულა და "ვირტუსის" ზედიზედ მე-5 წაგება ევროლიგაში

ევროლიგის 33-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ვალენსიას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 68:79 დამარცხდა. სერჯო სკარიოლოს გუნდი სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქეს თანაბრად ეთამაშებოდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 10 ქულით წააგო და ევროლიგაში ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

თორნიკე შენგელიამ 24:55 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შედეგად, თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

„ვირტუს ბოლონია“ 13 მოგებით და 20 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 აპრილს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.

0.127359