მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი, „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას „ბარსელონასთან“ ქვეყნის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში (4:0) დიდებულ თამაშს გამოეხმაურა და ფრანგ თავდამსხმელს თაობაში თავისი ამპლუისსაუკეთესო მოთამაშე უწოდა.
„მეფე! ჩემი ბიჭი ბენზი! ჩვენი თაობის საუკეთესო თავდამსხმელი“ - დაწერა იოზილმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე.
35 წლის ბენზემამ მატჩის პირველ ტაიმში ბრაზილიელ ვინისიუსს საგოლე გადაცემა მისცა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ჰეთ-თრიქი მიითვალა. „რეალი“ტურნირის ფინალში, „ოსასუნას“ შეხვდება.