ფეხბურთი

11:52 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სურს ზეწოლა მოახდინოს მესიზე, რამოსზე და ექვს სხვა მოთამაშეზე

„პარი სენ-ჟერმენის“ საფეხბურთო მრჩეველს, ლუიშ კამპუშს სურს, ზეწოლა მოახდინოს გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე, რათა მათ პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ - წერს Le Parisien.

კამპოსს ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება სწადია და იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პსჟ მათ დაშორდება. სავარაუდოდ, საუბარია ნახევარმცველებზე -ვიტინიაზე, კარლოს სოლერზე, რენატო სანშეშზე, ფაბიან რუისზე. მცველებზე - ხუან ბერნატსა და სერხიო რამოსზე. ასევე ფორვარდებზე - უგო ეკიტიკესა და ლიონელ მესიზე.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 29 მატჩის ტურის შემდეგ 66 ქულით პსჟ პირველ ადგილზეა. პარიზელები უახლოეს მდევრებს - „ლანსს“ და „მარსელს“ ექვსი ქულით უსწრებენ.

თეგებიპსჟ
0.11883