ჩოგბურთი

0:33 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის და როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი ჩოგბურთში დაბრუნებას არ ჩქარობს

ესპანელმა ჩოგბურთელმა, უიმბლდონის და როლან გაროსის ყოფილმა ჩემპიონმა გარბინე მუგურუზამ გადაწყვიტა, გადადოს ჩოგბურთში დაბრუნება. ეს ნიშნავს, რომ ის ორივე ამ ტურნირზე თამაშს ვერ შეძლებს.

მუგურუზას საფრანგეთის ღია პირველობა 2016 წელს აქვს მოგებული, 2017-ში კი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. მან ამ სეზონში მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა, მაგრამ იანვრის შემდეგ კორტზე არ გამოსულა.

მუგურუზა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია. მაგრამ უთამაშებლობის გამო, ტოპ 130-ის მიღმა აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მიწვევის გარეშე (უაილდ ქარდი), დიდი სლემის ტურნირებზე თამაშს ვერ შეძლებს.

„დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ეს საოცარია და ვაპირებ, რომ შვებულება ზაფხულამდე გავიხანგრძლივო“, - ინსტაგრამზე წერს მუგურუზა, ვინც რეიტინგს სათავეში 2017 წლის სექტემბერში, უიმბლდონზე გამარჯვებიდან მალე მოექცა.

მცირე ჩავარდნის შემდეგ, მუგურუზა ჩვეულ ფორმას 2021 წელს დაუბრუნდა, როცა WTA-ს ფინალი მოიგო. მაგრამ მას შემდეგ, დიდი სლემის ხუთ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

0.120682